ნიკოლოზ ვაშაკიძე - განათლების სისტემის 90-იან წლებში დაწყებულმა და დღემდე მიმდინარე ჩავარდნამ უკვე დაიწყო თავისი კატასტროფიული შედეგების გამოღება

"დღევანდელი ქართული რეალობა ნათლად გვიჩვენებს, რომ განათლების სისტემის 90-იან წლებში დაწყებულმა და დღემდე მიმდინარე ჩავარდნამ უკვე დაიწყო თავისი კატასტროფიული შედეგების გამოღება", - აცხადებს "ევროპელი დემოკრატების წარმომადგენელი ნიკოლოზ ვაშაკიძე. მისი თქმით, გაუნათლებელი არაპროფესიონალების საქმიანობა ქვეყნის თითქმის ყველა სფეროს დაეტყო. "ყველა დონის თანამდებობებზე მასობრივად მოდიან ელემენტარული ცოდნისა და, ცხადია, ყოველგვარი სტრატეგიული ხედვის არმქონე ხალხი. ცხადია, ეს უკვე ყველაფერს დაეტყო: სამარცხვინოდ ჩატარებული ანტიტერორისტული თუ ანტიკრიმინალური ოპერაციებიდან უკონტროლოდ მიშვებულ მიგრაციულ პროცესებამდე, ქვეყნის ეკონიმიკის, საგარეო პოლიტიკის, ფინანსებისა თუ პანდემიის მართვამდე. კიდევ რამდენიმე წელი და სიტუაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს, რაც აუცილებლად ეროვნული კატასტროფით დამთავრდება. გამოსავალი მხოლოდ ერთია - საზოგადოებამ რამენაირად უნდა მოახერხოს ქვეყანაში დარჩენილი კომპეტენტური ინტელექტუალური რესურსის მობილიზება, მისი პოლიტიკური ორგანიზება და ხელისუფლებაში მოყვანა", - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაძე.