პაატა დავითაია - დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას და სხვისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.


მისი განცხადებით, პარტია „ევროპელი დემოკრატები“ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.


„საქართველოსთვის ძალიან მძიმე დღეა. დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას და სხვისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ. ისინი ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყვნენ. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვუსამძიმრებთ“, - აცხადებს პაატა დავითაია.


განცხადებას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.


"ინტერპრესნიუსი"