ნიკოლოზ ვაშაკიძე - თუ „ნაცმოძრაობა“ ისევ დიქტატორული ტიპის არადემოკრატიულ ბუნებას შეინარჩუნებს და სააკაშვილისნაირი ტიპიც არ ეყოლება, პერსპექტივა არ აქვს
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დიქტატორული ტიპის არადემოკრატიულ ბუნებას შეინარჩუნებს და სააკაშვილისნაირი ტიპიც არ ეყოლება, პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ შემთხვევაში ექნება საინტერესო მომავალი, თუკი ცოცხალი პოლიტიკური დემოკრატიული პარტია გახდება.
„უსააკაშვილო „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი შანსი აქვს იყოს ეფექტიანი პოლიტიკური პარტია - იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი პოლიტიკური დემოკრატიული პარტია გახდება და რეალურად შემოიტანს გამჭვირვალეობას, ჩართულობას და ამას ცოცხალ პროცესად აქცევს და მოქალაქეებს გაუჩენს განცდას, რომ ისინი რაღაც ჭორებით და გარედან მაყურებლის როლში კი არ არიან, არამედ ჩართულები არიან და რეალურად ამ ცოცხალ პროცესში დემოკრატიულ გადაწყვეტილებას იღებენ. ამ შემთხვევაში ამ პარტიას საინტერესო მომავალი აქვს. თუ ისევ დიქტატორული ტიპის, არადემოკრატიულ ბუნებას შეინარჩუნებს, მაშინ მართლა ძალიან ძლიერი ლიდერი და სააკაშვილისნაირი ტიპიც თუ არ ეყოლება, პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
"ინტერპრესნიუსი"