პაატა დავითაია რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

მისივე თქმით, ახლა უმთავრესია სოლიდარობა და ერთიანობა.

„შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურება მძიმე ტრაგედიაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა უმთავრესია ჩვენი სოლიდარობა და ერთიანობა, რაც მნიშვნელოვანია ასეთი ტრაგედიების დროს. დროულად უნდა მოხდეს დაკარგული ადამიანების პოვნა და სტიქიის ზონიდან მათი მშვიდობით გამოყვანა. მადლობა უნდა გადავუხადოთ საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენს მაშველებს, რომელთაც გუშინდელი დღიდან უმძიმეს პირობებში უწევდათ საძიებო სამუშაოების ჩატარება”, - განაცხადა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.


Interpressnews.ge