ქართულ მხარეს არანაირი სტრატეგია არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ამიტომაცაა დუმილი - პაატა დავითაია

ქართულ მხარეს არანაირი სტრატეგია არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამიტომაცაა დუმილი - აცხადებს „ევროპული დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე. დავითაია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ არ იცის რა უნდა აკეთოს, ამიტომაცაა დუმილი და არიან ჩუმად, თითქოს ეს არც ხდება: "პარლამენტის სხდომა გადმოიტანეს 27 დეკემბერს. 28 -ში უნდა გამართულიყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სპეცრაზმი შეჰყავთ პარლამენტში. ადგილობრივი მოსახლეობა უწევს წინააღმდეგობა ამ ქონების გადაცემას პუტინისთვის. ყველას ესმის, რომ ამ აგარაკის პუტინისთვის გადაცემა ნიშნავს მიწების, სანაპირო ზოლის დაკარგვას. მოსახლეობა ამას ეწინააღმდეგება. ამის მიღება პარლამენტს ძალიან გაუჭირდება, შეიკრიბა უხუცესთა საბჭო, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. ვიცით, რომ აფხაზეთში ფაქტობრივად გვაროვნული მმართველობაა და ამას მოჰყვება რეაქციები. დაიწყება დესტაბილიზაცია. აფხაზები თავის ხასიათს გამოავლენენ. მე არ გამოვრიცხავ პარლამენტში და პრეზიდენტს ადმინისტრაციის შენობაში მათ შევარდნას. დიდი ალბათობით დადგება ხვალ მოთხოვნა, რომ გადადგეს პრეზიდენტი. სერიოზული დესტაბილიზაციის მომენტები იქნება. აქ არის მეორე თემა, გაუვათ თუ არა ეს. ოპოზიცია არაა იმდენად ძლიერ, რომ ეს თემა გაიტანოს, მაგრამ ოპოზიცია შეიძლება გახდეს ტრიგერი საზოგადოების ინფორმირებისთვის. საზოგადოება კი მოქმედებს თავად, ეს არაერთხელ გვინახავს აფხაზეთში. დესტაბილიზაციის მომენტები იქნება, მაგრამ რით დამთავრდება ეს ყველაფერი ამაზე რამის თქმა ძნელია, იმიტომ, რომ იქ არის რუსული ბაზები და ისინი ყველაფერზე წამსვლელნი არიან, რომ თავისი გაიტანონ" - აცხადებს დავითაია. კითხვაზე, ქართული მხარის დუმილი აღქმულია თუ არა რუსეთის მხრიდან თანხმობად, პაატა დავითაია აცხადებს: "ქართულ მხარეს არანაირი სტრატეგია არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამიტომაცაა დუმილი. საქართველოს მთავრობამ არ იცის რა უნდა აკეთოს, ამიტომაცაა დუმილი და არიან ჩუმად, თითქოს ეს არც ხდება. ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, რომ დეოკუპაცია როცა მოხდება ყველაფერი ჩვენი იქნებაო. ეს რომ ქართულ ოცნებას არ ეთქვა, ჩვენ არ ვიცოდით? დეოკუპაცია როდის იქნება, მერე სასამართლოთი არ მოგვიწიოს დავა, მე რასაც ვუყურებ სანქცირებული არაა არც ერთი დე ფაქტო ლიდერი. ჩვენ შეიძლება საკმაოდ დიდი თანხების გადახდა მოგვიწიოს, ამიტომაა აუცილებელი სამართლებრივი შეფასება. ეგ არის დღეს პრინციპული, რომ ჩვენ საქართველოს კუთვნილ ქონებას გვართმევენ. ესაა პრინციპული თემა და დუმილი რომ არის მთავრობის მხრიდან ესაა პრობლემა. უნდა იყოს სამართლებრივი შეფასებები, რაც არ ხდება სამწუხაროდ" - განაცხადა პაატა დავითაიამ cnews -თან საუბარში.