"დარწმუნებული ვარ, მათ ეს "ასაფეთქებელი" ჩაუდეს" - დავითაია დეფაქტო აფხაზეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე

"რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ღიად ერევა საქართველოსთვის მნიშვნელოვან არჩევნებში" - ამის შესახებ "ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.


დავითაიას თქმით, რუსეთი აქტიურად ეწევა ჰიბრიდულ ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტად გამწვავდება წინასაარჩევნო პერიოდში


რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ  გაკეთებული განცხადება და მათ მიერ შემოთავაზებული „ფერადი რევოლუციის სცენარი“ არის რუსული  სპეცსამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია, რაც კიდევ უფრო გააქტიურდება წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ოკუპირებულ  ტერიტორიებთან დაკავშირებით. 


რუსეთი აქტიურად ახორციელებს ჰიბრიდულ ოპერაციას და პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,  რასაც ადასტურებს მათ მიერ ჩვენი მთავარი  სტრატეგიული პარტნიორისდადანაშაულება „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაში. 


ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ არჩევნების  ჩატარება დემოკრატიულ გარემოში, რაც ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება - აცხადებს პაატა დავითაია.


"ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს" - განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.


მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება. 


ტვპირველი