
თავმჯდომარე

ბიოგრაფია
პაატა დავითაია
დაბადების თარიღი: 16 თებერვალი, 1974
დაბადების ადგილი: დაბა გულრიფში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1994 წელს.
1992–1993წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის გამომძიებელი;
1995–1996წწ. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი;
2001–2002წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, აპარატის უფროსი;
2002-2003წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი;
2003-2004წწ. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
1995-2004წწ. 20–დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი;
10/2004-2011 წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლექტორი საერთაშორისო სამართალში;
2011-2014 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
2014 წ. დღემდე - პროფესორი - ევროპულ უნივერსიტეტში;
2008-2012 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი;
06/2008-10/2008 წწ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
10/2008-12/2008 წწ. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე;
2008-2012 წწ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2006 წ. - აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამართლის პროფესორი;
2001 წ. გაეროს ინფორმაციული აკადემიის წევრი;
2001 წ. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების აკადემიის წევრი;
2003 წლის მაისში, პრეზიდენტის მიერ მიენიჭა იუსტიციის გენერალ- მაიორის წოდება;
2003 წელს მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება;
2005 წელი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ; 2006 წელი პროფესორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო, წევრი (2002-2002)
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2004-2004)
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (2003-2003)
- პარტია "საქართველოს ევროპელი დემოკრატები", თავმჯდომარე (2006 - დღემდე)
- საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2006-2008)
- საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
- წლების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ევროპის საბჭო - წევრი, იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებების კომიტეტი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის წევრი; EUROPEAN DEMOCRATS GROUP EDG; EDG მეორე ვიცე-თავმჯდომარე ( 2008–2012)
- ფედერალური კვლევების ინსტიტუტის PARVUS ARCHIV– ის დირექტორის მოადგილე (DIRECTION EASTERN EUROPE) MUNICH, გერმანია ( 2012 წლიდან დღემდე );
- 2014- დღემდე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპული კონსერვატორების PACE - პოლიტიკური მრჩეველი.
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
- ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის;
- ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
- ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.