პაატა დავითაია – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება ძალის გამოყენებით, როდესაც ის მოსახლეობის ინტერესებს იცავს, მიუღებელია

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას დაკავების ფაქტს ეხმაურება.


ამის შესახებ პარტიის ლიდერმა განცხადება გამოაქვეყნა.


„როგორც ცნობილია, სამართალდამცავების მიერ მოხდა კახა კუკავას დაკავება მაშინ, როდესაც ის იცავდა მოსახლეობის ინტერესებს. ყოვლად მიუღებელია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება პოლიტიკური საქმიანობის დროს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მოხდეს კახა კუკავას განთავისუფლება. ეს არის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი – როდესაც ძალის გამოყენებით ხდება დაკავება პოლიტიკოსის, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს და იცავს მოსახლეობის ინტერესებს“, – აცახდებს პაატა დავითაია.


"თაიმერი"