აფხაზებმა სოხუმის უნივერსიტეტის დახურვა იზეიმეს - პაატა დავითაია

საქართველოს ხელისუფებამ ფაქტიურად გააუქმა სოხუმის უნივერსიტეტი. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, სოხუმის უნივერსიტეტის დახურვა არის ტრაგედია.


„სოხუმის უნივერსიტეტი ფაქტიურად გაუქმებულია. დატოვეს აგრარული ფაკულტეტი და აფხაზური ენის. აფხაზურ ენაზე 20 ადგილი იყო და მხოლოდ ერთი ბავშვი მოვიდა შარშან. ვინ უნდა ისწავლოს აფხაზური? აფხაზურად თავად აფხაზები აღარ სწავლობენ მერვე კლასის შემდეგ, სიტყვების მარაგი არ ყოფნით. 


ხურავენ ისეთ ფაკულტეტებს, როგორიცაა იურიდიული, ისტორიული, მათემატიკის. ცალსახად ჩანს, რომ ეს არ არის განათლების რეფორმის თემა, ეს არის პოლიტიკური საკითხი. 


ეს გახლავღთ დევნილობაში მყოფი უნივერსიტეტი და მისი დახურვა არის აფხაზეთის სოციუმის განადგურება, ეს არის ტრაგედია. 


პრემიერი ამბობს, რომ 700 იურისტი უნდა იყოსო. თავისუფლად შეიძლებოდა აფხაზეთის უნივერსიტეტისთვის 20 ადგილი მიეცათ იურიდიულ ფაკულტეტზე. სამაგიეროდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუტოვეს ყველაფერი. და ეს აჭარის მთავრობის დამსახურებაა. თავისუფლად შეიძლებოდა სოხუმის უნივერსიტეტის გადარჩენააც. დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობას შეეძლო თანხების გამოყოფა. წელიწადში ერთხელ ღებულოენ ერთ ნორმატიულ აქტს და ეს არის საკუთარი ხელფასების გაზრდა, პარლამენტის წევრებისხელა ხელფასები აქვთ. 45 მილიონია მათი ბიუჯეტი, აქედან 25 მილიონი ხელფასებზე იხარჯება. შეიძლებდა 2-3 მილიონის გამოყოფა და სოხუმის უნივერსიტეტი სახელმწიფო დაფინანსებაზე იქნებოდა. როცა გინდა საკითის გადაწტყვეტა, ბევრი გზის გამონახვა შეიძლება.


ეს არის პოლიიტიკური საკითხი ავტონომიას უნდა დარჩეს თავისი უნივერსიტეტი. თუ უნივერსიტეტს ვხურავთ, მაშინ რა საჭიროა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ან უმაღლესი საბჭო? რეალურად ჩანს აფხაზეთთან პოლიტიკის არქონა. იმედს ვიტოვებ რომ მიდგომა შეიცვლება. თუ არა და ეს ძალიან მძიმე იქნება. 


ამ უნივერსიტეტისთვის სისხლია დაღვრილი. 9 აპრილი სოხუმის უნივერსიტეტით დაიწყო . ყველა მთავრობა სოხუმის უნივერსიტეტს გვერდში ედგა. კვალიფიკაცაიზე ვერაფერს იტყვიან. სოხუმის უნვერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან ერთი არის ჰააგის მოსამართლე, ოთხი უზენაესის მოსამართლეა, ერთი საკონსტიტუციოსი.

ამ უნივერსიტეტის გაუქმება არის მესიჯი აფხაზებისთვის. აფხაზებმა სოხუმის უნივერსიტეტის დახურვა იზეიმეს. სოხუმის უნივერსიტეტი უნდა გადარჩეს", - განაცხადა პაატა დავითაიამ CNews-თან საუბარში.


cnews.ge