ნიკოლოზ ვაშაკიძე - ხელისუფლებას დიქტატურის გამყარების საშუალება არ უნდა მიეცეს

ხელისუფლება უკვე მისულია იმ ზღვრამდე, როცა თვალთმაქცობის და კოსმეტიკური, ფასადური დემოკრატიის ტრიუკები ამოწურულია, ხოლო მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის მიწყნარებისთანავე ის აუცილებლად მიმართავს რეჟიმის გამკაცრებას, პოლიტიკურ რეპრესიებს და დიქტატურის გამყარებას, - ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღა დასრულდეს კონკრეტული და შეუქცევადი შედეგებით, რათა ხელისუფლებას დიქტატურის გამყარების საშუალება არ მიეცეს.

„ეს მახრჩობელა გველის ეფექტია, რომელიც მსხვერპლის ყოველ შესვენებაზე და ჰაერის ამოსუნთქვა - ჩასუნთქვაზე მაშინვე ახდენს მის მომდევნო შემოჭერას. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღა რაღაც კონკრეტული და შეუქცევადი შედეგებით დასრულდეს, რათა ხელისუფლებას დიქტატურის გამყარების საშუალება არ მიეცეს. ეს აუცილებელია ქართული დემოკრატიისთვის და ქვეყნის ჯანსაღი და ნორმალური განვითარებისთვის“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.



"ინტერპრესნიუსი"